ჩვენს შესახებ
„ჩოკომია“ გთავაზობთ ჯანსაღ, ესთეტიურად განსხვავებულ და უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე შოკოლადის სხვადასხვა ნაწარმს: შოკოლადის ტრუფელებს ყველით, ტკბილ ტრუფელებს სხვადასხვა დანამატებით, შოკოლადის ბომბონებს, ბატონებს, შოკოლადის პასტებს, შოკოლადის ფიგურებს.
საავტორო რეცეპტებით დამზადებული ყველიანი შოკოლადის ტრუფელები, პირველი ლუკმიდანვე დაიპყრობს თქვენ გულს და რეცეპტორებს.
ჩვენი პროდუქცია მზადდება ხელით. მათ შესაქმნელად ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებს. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი პროდუქციის ხარისხი და კმაყოფილი მომხმარებელია.
„ჩოკომია“ სითბოს, სიყვარულს და სიტკბოებას უგზავნის თავის მომხმარებელს.